Thursday, 3 March 2016

წყვეტილი ფიქრები


 ჩემი ქვეყანა ფერს შეიცვლის და  ცხოვრება გადავა მუქი ფერების განზომილებაში....ფერისცვალება სჭირს სამყაროს! სწორედ ამ დრო ჩვენც ავტომატურ რეჟიმს ვუბრუნდებით, ვდგებით, ვაქრობთ სინათლეს. ამიერიდან იწყება მეორე სამყარო, სიბნელე საგანგებო ფოსტას უგზავნის სიჩუმეს, მესმის ზუზუნი და ქუთუთოები ამ დროს ცდილობენ წელში გამართვას, წამწამები დაღლილობისგან მიიცვლებიან და ვრჩებით მე სხეულ გარეშე და ჩემი ფიქრები, რომელთანაც ყოველ საღამოს ვცდილობ სასიამოვნო მასლაათი გავმართო, ეს არის მონოლოგში ჩაშლილი დიალოგი.
    საკუთარ თავს ვუამბობ დღის მანძილზე მომხდარ სიახლეების შესახებ ამ დრო ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს.ჩემს ფიქრებში ვმართავ უზარმაზარ სამყაროს, გუშინ უდიდესი სასახლე ავაგე დღეს დავანგრიე, ალბათ ხვალ იმავე ადგილას ტაძარს აღვმართავ ასე გრძელდება ჩემს სამყაროში ცხოვრება.ხანდახან მინდა ეს ყველაფერი ასე დარჩეს, მაგრამ უცებ ყირავდება სამყარო, თავში დამარტყამს და ვფიქრობ, ვისთვის ვაგებ ან რისთის ამ ყველაფერს?! საკუთარ თავს კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავყავარ, მაგრამ ვერ ვხედავ პასუხს, ასობგერები, რომელიც ამომდის ანბანს უბრუნდება და არ მაძლევს იმის საშუალებას კითხვებს გავცე პასუხი, ან იქნებ ყველაფრით  თავს ვიმართლებ, რადგან საკუთარ თავთან რჩება უამრავი კითხვები, რომელზეც პასუხი არცერთ ფურცელზე არ წერია...
   იცით ყველაზე საინტერესოა ჩემი ფიქრების სტუმრები, მაგრამ არა :(... მინდოდა ჩამეთვალე საინტერესო იქნებოდა, რომ მსტუმრებოდნენ თუმცა, მათ რახანია არ ვახსოვარ , რთულია გაურკვევლობა, ლოდინი, იმედგაცრუება... როცა ვიღაცას ელოდები ის კი არ მოდის.ვფიქრობ იმაზე , რომ ჩემთან მოხვიდე ეგ რთული არაა და ამასობაში უსასრულობის მორევში ვიკარგები. ვცდილობ საკუთარი თავი ვიპოვო გადასარჩენად.
საკუთარი თავის პოვნის შემდეგ ვხვდები , რომ დიდი დრო გავლიე სტუმრის ლოდინში და ვხვდები იმასაც , რომ ვერ აიძულებ ადამიანს მოიყვანო შენამდე, დაპატიჯო შენს ფიქრებში სტუმრად.ამ დროს ვხურავ კარებს და ერთი ოთახიდან მეორეში გავდივარ.....
   უეცრად მესმის ხმა თითქოს და ნიმფამ მიხმო და მიტყუებს მისკენ, იმეორებს ექოს რეჟიმში ხმა  "რა უცნაურიხარ?  რა უცნაურიხაარ?! რა უცნაურიხაააარ?!" ..... გრძელდება... და ისევ საკუთარ თავს ვეკითხები ნეტა რაში გამოიხატება, მაინც,  ეს ჩემი უცნაურობა?! ნუთუ მე ჩემს თავს არ ვიცნობ იმდენად მაინც , რომ ეს "უცნაურობა"დავინახო?!...ვინ მეტყვის ამას?!...თქვეენ?... ან იქნებ - თქვეენ? ვერავინ....ჩემს ფიქრებს ყოველთვის სევდა უფრო მეტი ურევია ვიდრე სიხარული, მიზეზი?! რას გაუგებ სევდიან სულს? :)ხომ ვერ კითხავ "რა სევდა შემოგწოლიაო? მოკლედ ამის შემდეგ ავიფარე სახეზე უდარდელობის ნიღაბი , რომელიც კარგად საკუთარ სახესავით მოვირგე და გავაგრძელე გზა ფიქრების ბილიკზე, სადაც მხოლოდ ჰორიზონტალური ხაზი ჩანდა....
  გამახსენდა პერიოდი, როდესაც პატარა ვიყავი ოთხმოცდაათიანები, შიშის ბავშვობა, სიცივის, ცარიელი სივრცის და უიმედობის.როდესაც ბებო მე
წვა გვერდით, ისიც მეგონა ჩემი რაინდი იყო და დამიცავდა ამ ყველაფრისგან და მახსოვს როცა ბავშვობის შიშის ფიქრები გამიტაცებდა და ვეუბნებოდი "ბეე არ მეძინება და რა ვქნა ?" ბებო აბა დაითვალე 20 მდე, მაშინ ალბათ მხოლოდ 20 მდე ვიცოდი თვლა  და ვიწყებდი ერთი ორი ოთხი რვა ცხრა..........