როცა დილით ერთი ღერი სიგარეტი იტევს ჩემს სამყაროს ამის შემდეგ ყველაფერი იცვლება, ნაცრისფერი ხდება, ჩემი გულისცემა იმატებს. მხოლოდ ამ დროს არ ვფიქრობ ბილეთზე რადგან ამ მომენტში ის ჩემშია, ვფიქრობ , ვფიქრობ და ვხდები რომ ჩემს ხელში მოთავსებული გვადრუცი და მისი ბინადრები სათითაოდ ერთი-ერთზე მიცხადებენ ბრძოლას , მე დიპლომატიურად ვიღებ მათ რადგან ყველაზე სუსტი გამოვდივარ, ძალა რომ მქონდეს ალბათ გავანადგურებდი ისინი ხომ ერთი-ერთზე მიცხადებენ ბრძოლას?! მათ მიერ განადგურებული დაბომბილი სხეულიდან კვამლი ამსდის, დამწვრის ცუნი მცემს ყველგან, ყოველ ამოსუნთქვაზე პირიდან ნისლივით ამოდის კვამლი, თითქოს და რაღაც მნშვნელოვანი დამემართა, თავბრუსხვევის შეგრძნება იმდენად მატულობს ვგრძნობ რაღაც მორევში ვარდები და ისე ძლიერად მატრიალებს ბოლომდე ჩავყავარ დინებას და მთელი სიძლიერით ზევით მაგდებს, იმაზე არასოდეს მიფიქრია , რომ ვაი თუ მორევი ჩამიტანს და უკან არასოდეს დამაბრუნებს.
ქრება სიგარეტი, ისევ დამწვრის სუნი ამსდის , დამწვრის და შიშის სუნი ერთმანეთში ირევა, იმდენად მძაფრია სუნი რომ ამის ატანა აღარ შემიძლია ვხუჭავ თვალებს და ისევ ფიქრს ვუბრუნდები, მიჭირს აღიარება რომ მე ყოველი დღე ვმარცხდები და ბელზებილი ამ ყველაფრით ხარობს თუმცა მრჩება განცდა და იმედი ბაგინისში მეფისტოფელი ისევ აღადგენს ლოცვას...