ჩემთვის ერთი წლის წინ , რომ გეკითხათ ჩემი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ალბათ გეტყოდით, რომ ფაქტიური მისამართი არ მაქვს და ვცხოვრობ ფიქტიურზეთქო და დავაკონკრეტებდი გურამიშვილზე სანზონელივარ, ქუთაისიდან ''ჩამთრეული'' როგორც აქ '' თბილისელები'' გვიწოდებენ და წარმომავლობა აფხაზეთიდან მაქვსთქო , მოკლედ ავბედითი წლების განვლის შემდეგ აღმოვჩნდი ქალაქში, სადაც ყველაფერი ხდებოდა და მეგონა კიდეც , რომ ხდებოდა, თუმცა ეგრეც არ აღმოჩნდა, და თუ რატომ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ.
გათენდა ერთი მშვენიერი დღე, ის დღე როდესაც ცამ პირი დაიბანა და გასხივოსნდა დედამიწა.ჩემს გაღვიძებას დილის მზის სხივის მეტი არც უნდა.თვალებში, რომ შემოგანათებს და გეტყვის ადექი დღე გათენდა და დროა საქმეს შეუდგეო.... საქმეც იმაში იყო , რომ საქმე არაფერი მქონდა, თან მოგეხსენებათ შაბათი დღეა, დღე როდესა გართობა დამოგზაურობს ერთი ქუჩიდან მეორეზე! მოკლედ ბევრი , რომ არ გავაგრძელო დღემ ჩაიარა ჩვეულებისამებრ და ჩვენთვის ნანატრმა წუთებმა მესამოცედს ჩამოჰკრეს და ათვლის წერტილი განულდა.მოკლედ და მარტივად მეგობრებმა გადავწყვიტეთ , საღამო წინარე მოთელვით დაგვეწყო, რადგან წინ მთელი ღამე გველოდა: კლუბი, ლუდი, ლუბი, ბი , დი, გულავი და რამე..... შემოგვიერთდნენ უცნობი ნაცნობებიც, მოკლედ და მარტივად ''კანუდო'' ავაწრიალეთ და შემდეგ გადავწყვიტეთ ტანცი მანცი შმანცებისთვის დრო დაგვეთმო და წავედით ''გალერიში'' ავად სახსენებელში და ბედმა გაგვიღიმა, ყველანი შევედით ანუ "ფეისკონტროლი" გავიარეთ და მადლობა გმერთო შენ ამისთვის.სიტუაციაც მალე მოგვბეზრდა და ყველანი აღმოვჩნდით გარეთ, ვიღაცა ვიღაც ემილს ეძებდა, ვიღაცა კიდევ და კიდევ შესვლაზე ჩხუბობდა და იქაურობას გადაწვით ემუქრებოდა. ვხვდებოდი ყოველი ასეთი გართობის დროს თუ ამას გართობა ერქვა?!.. რომ ეს ჩემი არ იყო და ამის შემდეგ მეგობრებმა მოვიძიეთ ერთურთნი და გადავწყვიტეთ რუსთავლზე ვანსების, სუპრების, სკეითშუზებისა და კეტების გაცვეთა, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით რიფერს სადაც ერთი ჩვეულებრივი აკვარიუმი ხდებოდა, სუნთქვა შემეკვრა და ბადეში გაბმული თევზივით ვიგრძენი თავი, ლოკაცია რასაკვირველია ისევ შევიცვლეთ და უცებ ბადიდან გამომძვრალი თევზის თავისუფლება შევიგრძენი, "კაი ყოფილა". ჯანგბადის მისაღებად ნესტოები ისე გავაფართოვე როგორც ხბოს თვალები და ჯანგბადით "გავძეხი" ამის შემდგომ აღმოვჩნდი დაივში და აღარ გაგიკვრდებათ ალბათ რა ბედი ეწია ჩემს თავს.......
უკვე ღამის 3საათია და მივეხეტებით თავისუფლებაზე იმაზე დისკუსიით თუ როგორი მთვრალები და თავისუფლები ვართ.ხო და ამ ყველაფერთან ერთად სურვილი ბოდიალის და წანწალის არ ქრება ალბათ რამე ახალი ადგილის აღმოჩენას გვიგრძნობდა გული და ვფიქრობთ, სად შეიძლება მოვათავსოთ საკუთარი სხეულები და ფიქრზე გამახსენდა ალბათ თქვენც გიჩნდებათ აზრი ახლა ეს ყველაფერი რა შუაშია სახლთან ან წარმომავლობასთან ან ჩამოთრევასთან?!მართლა ვერ ვხვდები რა შუაშია ისევე, როგორც რა შუაშია ჩემი ვანსები ხოდა ვანსებზე გამახსენდა გზა და სიარული, მივდივარ და უცებ თავისუფლებაზე მერიოტის კუთხესთან ახლად შექმნილი სულ ცხელი "კაფე კუთხე"ამომიტივტივდა თავში და შევთავაზე ბავშვებს იქ წასვლა, არა რაა მართლა აზრზე არ ვიყავი სად მიმყავდა. მახსოვდა მისამართი შალვა დადიანი და მოკლედ მოვიძიეთ ქუჩა და ვერ მოვძებნეთ სახლი სადაც ანტიკაფეა და შეგვხვდა ინდოელი მძღოლი, იქვე ახლომახლოდ და მან მიგვასწავლა, კი მართალია ჩამოთრეული ვიყავი, მაგრამ ამდენსაც ვერ წარმოვიდგენდი და შევდგი ფეხი 30 ნომერში, სადაც კიბეები, კიბეები იყო ვიტორიანოს მსგავსი, გრძელი თითქოს და რელიეფმა დასახლებულ ადგილის არქიტეკტურაში დიდი როლი ითამაშაო და გაფიქრების თავიც არ მაქვს, ჩემს სხეულს სულ ბოლო კიბემდე როგორ მივატან,მოკლედ სხვა გზა არ მაქვს, ცოტა არ იყოს ინტერესიც მომეცა,სტრანი გარემოს სუნი მცემდა ოღონდ სასიამოვნოდ.ავედით თუ არა გარეთ ქოთანი იდო აი ისეთი დასავლეთში, რომ ლობიოს ხარშავენ შიგ, თუმცა აქ ლობიოს ნაცვლად სიგარეტის ''ბიჩოკები'' ეყარა . შევედი როგორც იქნა და შესვლა და ჩემიგაოცება გარემომ გამოიწვია , გარემო რომლის ყველა კუთხეში არტი იგრძნბოდა და სურნელი ჯინჯერის, რომელიც მისამმაგებდა სურვილს მეტი გამეგო ამ სვრცის შესახებ, სივრცე, რომელიც არ მთავაზობდა დალევას, არ მთავაზობდა როკს, არ მთავაზობდა კლუბს და არ მთავაზობდა ტანცი მანცი შმანცებს უბრალოდ სივრცე, რომელიც მთავაზობდა საზოგადოებას, რომელსაც უყვარდა როკი, დალევა, ჯაზი, კლუბი, ბლუზი, საუბარი, ბარი და ა.შ.....

უეცრად მესმის გამარჯობა! და შემოგვეგებენ ბინადრები ქრისტი და ქსენი, რომლებიც შემდეგ აღმოვაჩინე რომ ტყუპები იყვნენ არადა მე დაქალები უფრო მეგონა. მოკლედ ამ ყველაფერს მოყვა კუკე და კიდევ კუკეს ნათესავი, რომლის სახელიც სამწუხაროდ არ მახსოვს. ხო მართლა ჩამოთრეულებზე გამახსენდა აქვე გავარკვიე , რომ ესენიც ჩამოთრეულები იყვნენ "ჩვენებურები".... ხო და გაგვაცნეს გოგებმა წესები, დრო, რომ ფული ღირს ეგ გამონათქვამი ალბათ ყველამ კარგად იცით და კარგადაც არის გათვლილი. დაგვათვალიერებინეს გარემო და წავაწყდით ბორდ გეიმებს , რომლის შესახებ გოგოებმა ყველფერი გვიამბეს.მოკლედ გოგოებმა ჩვენში ეგრევე მოიპოვეს პოზიტიური მდგომარეობა და დავიწყეთ თამაში იმერული იუმორის ფონზე, საოცრება იყოო. ხო მართლა ბედნიერი წუთებიო ვახსენე ზევით მესამოცედ ჩამოჰკრაო თან ნანატრმაო და გავიფიქრე შევცდი მეთქი და მინდოდა დამეხედა საათზე, მიმოვიხედე ირგვლივ ალბათ ოცი მაღვიძარა საათი მაინც ექნებოდათ თუმცა ყველა ერთ დროზე გაჩერებული და დროის სივრცეში დავიკარგე, თავი ვიგრძენი უკვდავად.მოკლედ დროს არ შევუწუხებივარ და აღმოვაჩინე ჩემი სახლი .თურმე ქალაქში ანტი კაფეს გარდა არაფერი ხდებოდა დღეს, რომ მკითხოთ მისამართი აუცილებლად გეტყვით რომ შალვა დადიანის 30 ნომერში ვცხოვრობს ჩემი ოჯახის და მისამართი უკვე ფაქტიურია!
![]() |




