Saturday, 19 September 2015

ბილეთი სიკვდილამდე

გავიღვიძე, თუმცა დაძინებამდე დავხედე ისევ ჩემს ბილეთს იმის შიშით ხომ არ დამიკარგავს ან იქნებ ამ ყველაფერთან ერთად  სანაგვეს მივეცი და დავუტოვე უფლება მას  ეპატრონა, თუმცა არა, სიტუაცია ისევ ისეთი იყო  როგორც წინა ღამით,ვერ ვხვდები ჩემს მოლოდინს, საკუთარი თავი მხოლოდ ამაში მიმართლებს თუ უბრალოდ მასთან გარიგება მაქვს, გარიგება რომელიც სასარგებლოდ არავისთვის სრულდება. გრძელდება წამების სიარული, რომ წუთებს ესტაფეტა გადასცეს და წუთებმა საათებს ეგრე ხდება უსასრულოდ და ხშირად  უშედეგოდ  ,  გაუთავებელი ფიქრი არ მასვენებს ბილეთებზე, უკვე ეგ ყველფერი ყოველდღიურ რუტინად მექცა. ახლაც ამაზე ვფიქრობ, ზოგადად იმაზე მეტს ვფიქრობ ვიდრე ვწერ და ვსაუბრობ თუმცა მაინც ვდგები ვიღებ და გავდივარ აივანზე სადაც ქარი ხშირად ქრის და კარგადაც უბერავს, ვდგავარ და ის აზრი არ მასვენებს , რომ ამ ქარს შეუძლია წამართვას ბილეთი თუმცა არ მართმევს ან იქნებ მე არ ვაძლევ ამის საშუალებას, იმდენად ძლიერად მაქვს ხელი ჩაჭიდული.მსგავსად ბავშვობაში დედაზე რომ ჩამეკიდა ხელი გზის გადაკვეთის დროს ალბათ ცოტა სანერვიულოს მოვაკლებდი და ნერვებს არ ავუშლიდი თუმცა ახლა მე ისე მიკავია ხელში ჩემი ბილეთი თვითონაც რომ მოინდომოს მაინც ვერსად გამექცევა, ჩემს ხელშია სამყარო.
  როცა დილით ერთი ღერი სიგარეტი იტევს ჩემს სამყაროს ამის შემდეგ ყველაფერი იცვლება, ნაცრისფერი ხდება, ჩემი გულისცემა იმატებს. მხოლოდ ამ დროს არ ვფიქრობ ბილეთზე რადგან ამ მომენტში ის ჩემშია, ვფიქრობ , ვფიქრობ და ვხდები რომ ჩემს ხელში მოთავსებული გვადრუცი და მისი ბინადრები სათითაოდ ერთი-ერთზე მიცხადებენ ბრძოლას , მე დიპლომატიურად  ვიღებ მათ რადგან ყველაზე სუსტი         გამოვდივარ, ძალა რომ მქონდეს ალბათ გავანადგურებდი ისინი ხომ ერთი-ერთზე მიცხადებენ ბრძოლას?! მათ მიერ განადგურებული დაბომბილი სხეულიდან კვამლი ამსდის, დამწვრის ცუნი მცემს ყველგან, ყოველ ამოსუნთქვაზე პირიდან ნისლივით ამოდის კვამლი, თითქოს და რაღაც მნშვნელოვანი დამემართა, თავბრუსხვევის შეგრძნება იმდენად მატულობს ვგრძნობ რაღაც მორევში ვარდები და ისე ძლიერად მატრიალებს ბოლომდე ჩავყავარ დინებას და მთელი სიძლიერით ზევით მაგდებს, იმაზე არასოდეს მიფიქრია , რომ ვაი თუ მორევი ჩამიტანს და უკან არასოდეს დამაბრუნებს.
  ქრება სიგარეტი, ისევ დამწვრის სუნი ამსდის , დამწვრის და შიშის სუნი ერთმანეთში ირევა, იმდენად მძაფრია სუნი რომ ამის ატანა აღარ შემიძლია ვხუჭავ თვალებს და ისევ ფიქრს ვუბრუნდები, მიჭირს აღიარება რომ მე ყოველი დღე ვმარცხდები და ბელზებილი ამ ყველაფრით ხარობს თუმცა მრჩება განცდა და იმედი ბაგინისში მეფისტოფელი ისევ აღადგენს ლოცვას...